4 თვეში საქართველოს საზღვარი 162 493-მა ტრაილერმა გადაკვეთა - რა შემოსავალი მიიღო ქვეყნის ბიუჯეტმა

2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2024 წლის 4 თვეში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 56 872 809 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 53 396 016 ლარი.

შესაბამისად, 2024 წლის იანვარ-აპრილში ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.4 მლნ ლარით გაიზარდა.

არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარეობს, რომ 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს დერეფანი 162 493-მა სატვირთომ გადაკვეთა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 152 560-მა ტრაილერმა.

ცნობისათვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.

ნინი ქეთელაური