შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირის გზავნილი უნდა იყოს, რომ თუ ამ კანონს მიიღებენ, ეს ნიშნავს ცვლილებას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიუღებელია, რადგან ის ასახავს კანონმდებლობას, რომელიც უკვე არსებობს რუსეთში, რომელიც რეალურად მოდელია, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტობიას ბილსტრომმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„შვედეთის მთავრობის პოზიცია ნათელია. საქართველოში არსებული ვითარება ძალიან შემაშფოთებელია და ჩვენ არ გვინდა ვიხილოთ კანონის მიღება, რომელიც მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებსაც უცხოური აგენტების იარლიყს აკრავენ. ეს მიუღებელია, რადგან ის ასახავს კანონმდებლობას, რომელიც უკვე არსებობს რუსეთში. ის რეალურად მოდელია. მიუღებელი იქნება თუ მიიღებენ. ეს უნდა იყოს მკაფიო გზავნილი ევროკავშირიდან - როგორც საბჭოდან, ასევე კომისიიდან, რომ თუკი კანონს მიიღებენ, ეს ურთიერთობებში ცვლილებას ნიშნავს“, - აღნიშნა შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.