ეროვნული ვალუტა უფასურდება - ბანკებში დოლარი 2.88 ლარამდე ღირს

Bloomberg-ზე ლარი უფასურდება. სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7697 ლარად ივაჭრებოდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ღირს დოლარი კომერციულ ბანკებში.

ამ დროისათვის, „საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.8400 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.7200 ლარად შეეძლებათ.

„თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.8300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.7100 ლარად.

2.8800 ლარი ღირს ერთი დოლარი „პროკრედიტ ბანკში“, 2.7950 - „ტერაბანკში“ და ა.შ.

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით კი, 24 მაისის ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7246 ლარია.

ნინი ქეთელაური