სებ-მა იანვარ-აპრილში Bmatch პლატფორმით 286.6 მლნ დოლარი იყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის იანვარ-აპრილში აუქციონის გარეშე, Bmatch პლატფორმაზე 286.6 მილიონი აშშ დოლარი იყიდა.

სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში Bmatch-ზე შესყიდული დოლარის მოცულობა ასე გამოიყურება:

  • 2024 წლის იანვარი - 8.1 მილიონი დოლარი
  • 2024 წლის თებერვალი - 77.5 მილიონი დოლარი
  • 2024 წლის მარტი - 127.9 მილიონი დოლარი
  • 2024 წლის აპრილი - 73.1 მილიონი დოლარი

ამასთანავე, მიმდინარე წლის 16 მაისს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ცნობისთვის, სავალუტო ბაზრებზე ინტერვენცია ეროვნულ ბანკს ორი მექანიზმის საშუალებით შეუძლია: სავალუტო აუქციონზე და აუქციონის გარეშე Bmatch პლატფორმაზე ვაჭრობა. საქართველო Bmatch-ს 2020 წლის მარტში ტესტირების რეჟიმში მიუერთდა.

პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მიღებით მხარდაჭერიდან მეორე დღეს ლარი დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუფასურდა, დღის ბოლოს კი გამყარდა, რაც სებ-ის მიერ ბაზრისთვის 60 მლნ დოლარის მიწოდების სემდეგ გახდა შესაძლებელი.

მერი ტაბატაძე