სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახები 10 ათასი ლარის კომპენსაციას მიიღებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახები 10-10 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ.შესაბამისი დავალება ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე მისცა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. "ყველაფერს მოევლება, თუმცა ყველაზე დიდი ტრაგედია და ტკივილია ადამიანების სიცოცხლე, რომელიც დავკარგეთ და ვერ დავაბრუნებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.