„ვერც ბიზნესასოციაცია და მისი საბჭოს წევრები ასცდებიან სანქციებს - არავინ დაიჭერს დასანქცირებულთან საქმეს“

„ზოგიერთმა ბიზნესმენმა, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, უცბად ფერი იცვალა„ - ამ თემაზე „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა, რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„“იმედის” ბანერებზე გამოკრულმა ზოგიერთმა ბიზნესმენმა, რომელმაც მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, უცბად ფერი იცვალა. რა თქმა უნდა, სანქციების შიშით. უკვე მოუწოდებენ მთავრობას, რომ არ იქნას დაძლეული ვეტო. ყველა ძველი თუ ახალი პროექტი გაუჩერდებათ, სადაც უცხოელი პარტნიორი ჰყავთ. არავინ დაიჭერს დასანქცირებულთან საქმეს.

ჯერ კიდევ არის ერთი დღე კენჭისყრამდე და ჭკუა თუ ყოფნით, ერთად უნდა გააკეთონ განცხადება. ვერც საქართველოს ბიზნესასოციაცია და მისი საბჭოს წევრები ასცდებიან სანქციებს. მათ გამოუცხადეს პირველებმა მთავრობას მხარდაჭერა რუსულ საქმეში.

სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან, საჯაროდ უნდა გაემიჯნონ მათ წინა განცხადებებს. პერსონალური ფრთხილი მონანიებები ვერაფერში წაადგებათ“ - წერს რომან გოცირიძე.

იხილეთ ასევე: „გადაიდოს ვეტოს განხილვა, ან კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1-ელ იანვარს“

ეკა დარჩიაშვილი