მსოფლიოში ყველაზე დიდი ალუბალი 33 გრამს იწონის

2024 წლის გაზაფხულზე ცუდი ამინდის პირობების მიუხედავად, ალუბლის ახალი მოსავალი უკვე ბევრ ქვეყანაში დაიწყო.

სოციალურ ქსელებში ფერმერები თავიანთი ხეებისა და ხილით მოფენილი დიდი ალუბლის ფოტოებს აქვეყნებენ. მათ შორისაა ძმებ ალბერტო და ჯუზეპე როსოს გიგანტური ალუბალიც, რომლის წონაც 33 გრამს შეადგენს.

cherryital2-1716827263.jpg.webp

რეკორდსმენი ალუბალი ოჯახს დაახლოებით 100 წელია მოჰყავს. საპატიო ტიტული კი მას 3 წლის წინ მიენიჭა, როდესაც ძმებმა ის გინესის რეკორდზე წარადგინეს და 26 გრამიან ალუბალს „აჯობეს“.

ცნობისათვის, იტალია ევროკავშირში ალუბლის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია - იქ ხილი თითქმის 30 000 ჰექტარზე მოჰყავთ.

cherryital-1536x708-1716827278.jpg.webp

წყარო: EastFruit

ეკა დარჩიაშვილი