ფოთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში არსებული გამოწვევა, რაც ნაპირის წარეცხვას და ზღვის მიერ სანაპირო ზოლის მიტაცებას იწვევდა, გვარდება. ე.წ. კუნძულის სანაპირო ზოლის (კუნძული დიდის) ნაპირდაცვითი/ნაპირაღდგენითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს..
ცნობილია პროექტის ღირებულებაც და ის 8 900 809 ლარს შეადგენს
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.