დღეიდან, 28 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა.
შედეგად, საქართველოს მოქალაქეებს უკვე საშუალება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და დაჰყონ ქვეყანაში ზედიზედ 30 დღე.
საქართველოს მოქალაქისთვის ჩინეთში უვიზოდ გამგზავრების და ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქის უვიზოდ ყოფნის ხანგრძლივობა არ ექვემდებარება გახანგრძლივებას, გარდა ჰუმანიტარული მიზნების და ფორსმაჟორული გარემოებების შემთხვევებისა. შეთანხმება არ ვრცელდება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც გეგმავენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩენას 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ან ცხოვრებას, ან მუშაობის დაწყებას, სწავლას, ან მედიასაშუალებაში საქმიანობას ან სხვა სახის საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოებისგან წინასწარ ნებართვას. ასეთ შემთხვევებში საქართველოს მოქალაქე ვალდებულია გამგზავრებამდე მიიღოს შესაბამისი კატეგორიის ვიზა. ჩინეთში მოგზაურობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, შემდეგი:
აღსანიშნავია, რომ შეთანხმებას „საქართველოსა და ჩინეთის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა სავიზო მოთხოვნებისგან ორმხრივად გათავისუფლების შესახებ”, ხელი მოეწერა 2024 წლის 10 აპრილს.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა.