რა თანხა შედის ბიუჯეტში მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებიდან

მიმდინარე წლის 4 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებიდან ჯამში 7,682 მლრდ ლარი შევიდა, საიდანაც 31% მოქალაქეების მიერ გადახდილ გადასახადებზე მოდის.

ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-აპრილში ფიზიკური პირების გადასახადებიდან სახელმწიფო ხაზინაში 2.372 მლრდ ლარი შევიდა, 2023 წლის იგივე პერიოდში 2.033 მლრდ ლარი.

ამასთან, წელს საანგარიშო პერიოდში 2.372 მლრდ ლარი საშემოსავლო გადასახადზე მოდის, 20.031 მლნ ლარი მეწარმე ფიზიკურ პირთა საქმიანობით მიღებული შემოსავლების გადახადაზე, 70.166 მლნ ლარი ფიზიკური პირის მიერ მიღებული დივიდენდებიდან და ა.შ.

ცნობისთვის, წელს იანვარ-აპრილში სახელმწიფო ხაზინაში ჯამში 12.182 მლრდ ლარი შევიდა.

ნინი ქეთელაური