რა ღირს დოლარი კომერციულ ბანკებში

Bloomberg-ზე ლარი ისევ უფასურდება. სავაჭრო პლატფორმაზე 11:15 საათისთვის ერთი დოლარი 2.8075 ლარად ივაჭრება.

რაც შეეხება კომერციულ ბანკებს, ამ დროისთვის დოლარის ღირებულება 2,7850-დან 2.9100 ლარამდე მერყეობს.

უფრო კონკრეტულად:

„საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.8700 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.7500 ლარად შეეძლებათ.

„თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.8750 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2.7450 ლარად.

2.9100 ლარი ღირს ერთი დოლარი „პროკრედიტ ბანკში“, 2.8250 ლარი - „ტერაბანკში“ და ა.შ.

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით კი, 27 მაისის ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7680 ლარია.

ნინი ქეთელაური