„მოვუწოდებ ყველას, იხელმძღვანელეთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე - კანონი, რომელიც საზოგადოებას ყოფს, უბრალოდ უნდა გაუქმდეს“

მოვუწოდებ ყველას, იხელმძღვანელეთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე - კანონი, რომელიც საზოგადოებას ყოფს, უბრალოდ, უნდა გაუქმდეს, ამის შესახებ კომპანია „დიოს“ დირექტორი და დამფუძნებელი თამაზ დაუშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„კანონი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას ყოფს და მისი ერთ-ერთი ღირსეული ნაწილის სტიგმატიზირებას ახდენს, აბსოლუტურად არ ჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩემი აზრით, იგი არც მოდიფიცირებას და არც გადავადებას ექვემდებარება. იგი უბრალოდ უნდა გაუქმდეს და ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური ცხოვრების რითმს.

მოვუწოდებ და უმორჩილესად ვთხოვ ყველას, ვის ხელშიც არის ამ საკითხის მოგვარება, კიდევ ერთხელ გაანალიზოთ, თუ რამდენად სერიოზულად არის საქმე და იხელმძღვანელოთ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ამას ელის თქვენგან ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.

დიდი იმედი მაქვს, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენი სამშობლო გააგრძელებს ევროპისკენ სვლას,“ - წერს დაუშვილი.