რატომ დააჯარიმა  ეროვნულმა ბანკმა  "აჭარაფეი" 38 ათასი ლარით

დღეს, ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს "აჭარაფეი" 38 000 ლარით დააჯარიმა.

როგორც სებ-ის განმარტებაშია აღნიშნული, კომპანიას ფულადი სანქციები რამდენიმე დარღვევისთვის დაეკისრა. კერძოდ:

შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არასწორად წარმოდგენის 2 შემთხვევის გამო;

3 (ერთ) კლიენტთან მიმართებით კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის არასათანადოდ დადგენის გამო;

2 შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან განხორციელდა „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დარღვევა;

3 შემთხვევაში პროვაიდერის მხრიდან გამოვლინდა ადგილზე შემოწმების შედეგად პროვაიდერისთვის წერილობით განსაზღვრული მოთხოვნების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2013 წელს რეგისტრირებული კომპანია შპს ატლას ჰოლდინგსის ეკუთვნის, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოში რეგისტრირებულ TSE Holdings Limited-ის მფლობელობაშია.

„აჭარაფეის“ დირექტორია კონსტანტინე კაჭკაჭიშვილი.

ნინი ქეთელაური