ჯიხურებში 1 ევროს ფასმა 3.095 ლარს მიაღწია - როგორ ივაჭრება დოლარი და ევრო?

Bloomberg-ზე დილიდან 1 დოლარის ვაჭრობა 2.7849 ლარად დაიწყო. 12:00 საათის მდგომარეობით, 1 დოლარი 2.8125 ლარად ივაჭრება.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 28 მაისს ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7680 ლარს, ხოლო 1 ევროს ღირებულება 3.0058 ლარს შეადგენს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა სავალუტო ჯიხურებში როგორია ლარის გაცვლითი კურსი ევროსა და დოლართან მიმართებაში.

ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2.840-2.843 ლარის ფარგლებში, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.780-2.790 ლარად არის შესაძლებელი.

რაც შეეხება ევროს, ჯიხურებში 1 ევროს ყიდვა 3.070-3.095 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ, ხოლო თქვენგან ევროს 3.020-3.040 ლარად იყიდიან.

მერი ტაბატაძე