ბორჯომის მერია - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

ბორჯომის მერიის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს, ორ უბანში, 1 152 გრძივ მონაკვეთზე ასფალტო- ბეტონის საფარის დაგებას, სანიაღვრე სისტემის მოწყობას და სხვადასხვა დაზიანებულ მონაკვეთზე საყრდენი კედლების აღდგენის სამუშაოებს.

„სოფელ ყვიბისის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ისევე როგორც გასულ წლებში, მიმდინარე წელსაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრირიტეტული მიმართულებაა. 2024 წელს ჯამში, 7,3 კმ. გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.