"უხვმა ნალექმა გამოიწვია ინტენსიური ქვათაცვენა" - ბოტანიკური ბაღის სალარო დაკეტილია

ბოტანიკური ბაღის შესასვლელი სალარო (ნარიყალას მხრიდან) დროებით დაკეტილია. როგორც ბოტანიკურის განცხადებაშია აღნიშნული, უხვმა ნალექმა გაააქტიურა ეროზიის პროცესები და გამოიწვია ინტენსიური ქვათაცვენა, რის გამოც სალარო დაიკეტა.

"ნარიყალას მხრიდან შემოსასვლელი სალარო დროებით დაკეტილია.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია გაცნობებთ, უხვმა ნალექმა გაააქტიურა ეროზიის პროცესები და გამოიწვია ინტენსიური ქვათაცვენა.

უსაფრთხოების მიზნით, ნარიყალას მხრიდან შემოსასვლელი სალარო დროებით დაკეტილია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!",- ნათქვამია განცხადებაში.

ნინი ქეთელაური