სებ-მა სავალუტო აუქციონზე 48.7 მილიონი დოლარი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 60 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა.

ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს. მათივე ცნობით, 60 მილიონიდან სავალუტო აუქციონზე გაიყიდა 48 700 000 დოლარი.

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7829 შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონი 16 მაისსაც გამართა. მაშინ სებ-მა ბაზარს 60 მლნ დოლარი მიაწოდა. ჯამში, ბოლო 2 კვირის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის 108.7 მლნ დოლარი გაყიდა.

მერი ტაბატაძე