როგორ შეიცვალა ახალი და ძველი ბინების ფასი თბილისში

2024 წლის აპრილში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 355 ერთეული შეადგინა და წინა წლის აპრილთან შედარებით 26%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ქოლიერსის“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, აპრილში ბაზრის ზომა 32%-ით, 217 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

„2024 წლის აპრილში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 38%-იანი ზრდა ფიქსირდება. ძველ პროექტებში კი 2023 წლის აპრილთან შედარებით მაჩვენებელი 4%-ით არის გაზრდილი.

2024 წლის აპრილში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში; ფართო ცენტრსა და ქალაქის ცენტრში კი შესაბამისად, 12% და 4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2024 წლის აპრილში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 8%-ით გაიზარდა გარეუბნებში; ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 9% და 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა,“- აღნიშნულია კვლევაში.

თაია არდოტელი