სოფლის ექიმის ყოველთვიური ხელფასი 1 262 ლარია - რამდენია ექთნების ანაზღაურება

ჯანდაცვის მინისტრის მიერ პარლამენტისთვის „მინისტრის საათის“ ფორმატში წარდგენილი ანგარიშის თანახმად, დღეის მდგომარეობით საქართველოში 1004 სოფლის ამბულატორია ფუნქციონირებს.

ამავე ანგარიშის მიხედვით, სოფლის ამბულატორიებში დასაქმებულია ჯამში 1283 ექიმი და 1542 ექთანი. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული პირების „შრომის ანაზღაურების გაუმჯობესება ეტაპობრივად ხორციელდება“.

კერძოდ, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2024 წელს სოფლის ექიმის ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა 1 262 ლარითა და 50 თეთრით (ნაცვლად 1’162.50 ლარის), ხოლო სოფლის ექთნის/ფერშლის 1 018 ლარითა და 75 თეთრით (ნაცვლად 918.75 ლარის).

მერი ტაბატაძე