გასულ წელს, რუსები შენგენის ზონაში მოგზაურობის კუთხით რთულ სავიზო ლანდშაფტს წააწყდნენ - ამის შესახებ ევროკომისიის გამოქვეყნებულ მონაცემებშია საუბარი.
2023 წლის მონაცემებით, რუსეთიდან 520 387 სავიზო განაცხადი შევიდა, რაც ერთ-ერთი შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ამ ნიშნულით რუსეთი პირველ ხუთეულში აღმოჩნდა ისეთ ქვეყნებს შორის, როგორებიცაა ჩინეთი, თურქეთი, ინდოეთი და მაროკო. თუმცა, განცხადებების სიმრავლის მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეებისთვის მოგზაურობა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა.
2023 წელს ვიზაზე უარყოფის მაჩვენებელი რუსებისთვის 28.2 პროცენტს შეადგენდა, რაც საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია. ცნობისთვის, ყველა ქვეყნებისთვის ჯამურად მთლიანი განცხადებების მხოლოდ 16% იქნა უარყოფილი, რუსეთის შემთხვევაში კი სიტუაცია უფრო რთული აღმოჩნდა.
შედარებით ლმობიერი ამ კუთხით ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია აღმოჩნდა, უარყოფის მაჩვენებელი, შესაბამისად, 13,5%, 8,5%, 6,4 % გახლდათ, რასაც ვერ ვიტყვით ესტონეთსა და გერმანიაზე. პირველ შემიხვევაში უარყოფილი იქნა 34.8 ხოლო, გერმანიის შემთხვევაში განაცხადების 20 პროცენტი.
ტოპ 10 ქვეყანა, რომელთაც ყველაზე მაღალი უარყოფის მაჩვენებელი ჰქონდათ ასე გამოიყურება:
ცნობისთვის უარის თქმის ყველაზე ხშირი მიზეზი არასრული ან არაზუსტი ინფორმაცია გახლდათ, ასევე დიდი იყო ფინანსური შეუსაბამობის შემთხვევები, მჭიდრო რუსული კავშირები და წარსულში საიმიგრაციო დარღვევები გახლდათ. არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ რუსეთსა და ევროკავშირს შორის არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა ჩრდილს აყენებს სავიზო განაცხადების გადარჩევის პროცესსაც, გამომდინარე იქიდან, რომ გაზრდილია კონტროლი და გარკვეული პირებისთვის შემცირებულია ვიზის მიღების ალბათობა.