ანა ფოტიგა - ევროპამ ჩვენი MEGOBARI აქტი უნდა მივიღოთ

"ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ უნდა გადაიხადოს საფასური კრემლის სისხლიან რეჟიმთან დაახლოების პოლიტიკისთვის, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს.

ევროპარლამენტარის თქმით, ევროპამ ჩვენი საკუთარი MEGOBARI აქტი უნდა მიიღოს.

"ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ უნდა გადაიხადოს საფასური კრემლის სისხლიან რეჟიმთან დაახლოების პოლიტიკისთვის. ქართველი ხალხი არ უნდა დავსაჯოთ, რომელიც, რეპრესიების მიუხედავად, მამაცად იცავენ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების თავიანთ სურვილს. მივესალმები ჰელსინკის კომისიას ქმედებას საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული არჩევანის დაცვისთვის. ევროპამ ჩვენი საკუთარი MEGOBARI აქტი უნდა მივიღოთ, რათა ნათელი მესიჯი გავაგზავნოთ: თვალს არ დავხუჭავთ საქართველოს რუსული გავლენის სფეროში თანდათანობით გადასვლაზე", - წერს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით დაუჭირეს მხარი.