ევროპული კანონპროექტები, რომლებზეც კანონმდებლებმა პრეზიდენტების ვეტო დაძლიეს

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84- ხმით დაუჭირეს მხარი.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაგალითს, როდესაც პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია:

პორტუგალია - 2021 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა მარსელო რებელო დე სოუზამ ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც ევთანაზიისა და „თვითმკვლელობის“ ლეგალიზაციას ემხრობოდა. მიზეზი კანონის ორაზროვნება გახლდათ. თუმცა 2023 წლის იანვარში, პორტუგალიის პარლამენტმა აბსოლუტური უმრავლესობით( 129 ხმით) გადალახა ვეტო და პრეზიდენტისგან განსხვავებით ევთანაზიის ლეგალიზაციას მიემხრო.

ბულგარეთი - ბულგარელმა დეპუტატებმა გააუქმეს ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა უკრაინასთან დაკავშირებულ APC შეთანხმებას დაადო. შეთანხმება მოიცავდა ბულგარეთის მიერ უკრაინისთვის ძველი ჯავშანტრანსპორტიორების (APC) მიწოდებას. ეს უკანასკნელი პარლამენტის მიერ იყო რატიფიცირებული.

რადევი მუდმივად ეწინააღმდეგებოდა ბულგარეთის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას და ხშირად ეხმიანებოდა კრემლის მსგავს შეხედულებებს. ის ამტკიცებდა, რომ უკრაინაში საბჭოთა ეპოქის აღჭურვილობის გაგზავნას შესაძლოა შეესუსტებინა ბულგარეთის საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობები და მეტიც, სოფია კონფლიქტში ჩაეთრია.

ვეტოს სწრაფი კრიტიკა მოჰყვა საპარლამენტო ჯგუფების მხრიდან, რომლებიც მხარს უჭერენ პრემიერ მინისტრ ნიკოლაი დენკოვის კაბინეტს. ეროვნულმა ასამბლეამ უმრავლესობით, 161 მომხრე და 55 წინააღმდეგი მხარი დაუჭირა ვეტოს გაუქმებას.

პოლონეთი - ტყის მართვის კანონი. 2017 წელს პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ვეტო დაადო კანონს, რომელიც მისი აზრით ცვლიდა ტყის მართვის პრაქტიკას და სერიოზულ ეკოლოგიურ რისკებს უქმნიდა. სეიმმა (პარლამენტის ქვედა პალატა) შემდგომში მხარი დაუჭირა ვეტოს გაუქმებას(ვეტო დაძლეულ იქნა 5/3 უმრავლესობით).

საფრანგეთი - 2020 წლის ივნისში, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვეტო დაადო კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავდა ონლაინ სიძულვილის ენის შეზღუდვას. მოტივი სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული შეშფოთებები იყო. თუმცა გარკვეული შეუსაბამობების გამო პარლამენტმა ვეტო დაძლია.

გერმანია - 2017 წელს პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ვეტო დაადო მონაცემთა შენახვის საკამათო კანონს. მიზეზი კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული შეშფოთებები და ევროკავშირის რეგულაციებთან პოტენციური კონფლიქტები გახლდათ. ბუნდესტაგმა (ფედერალურმა პარლამენტმა) მოგვიანებით პარლამენტის ძლიერი მხარდაჭერით(3/2 შედეგით) გადალახა ვეტო.

იტალია - 2020 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ ვეტო დაადო ბიუჯეტის კორექტირების კანონს, ამტკიცებდა, რომ ის არ შეესაბამებოდა ევროკავშირის ფისკალურ წესებს. იტალიის პარლამენტმა შემდგომში გადახედა კანონპროექტს და შეცვლილი სახით ხელახლა წარადგინა, მაგრამ თავდაპირველად ვეტო გადალახული იქნა ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით.

თორნიკე მაისაშვილი