ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - სამწუხარო დღე

სამწუხარო დღე, - ასე აფასებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას.

მისი შეფასებით, კანონი ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან გადაახვევინებს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებაზე მიიღოს კანონი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან გადაახვევინებს.

შარშან ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მინიჭებით შანსი მისცა საქართველოს. ეს ისტორიული მომენტი იყო საქართველოსთვის და მისმა ხალხმა ნათლად დაუჭირა მხარი. სამწუხარო დღე", - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე.