შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვეტოს დაძლევაზე - გადაწყვეტილებას შედეგი ექნება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტობიას ბილსტრიომი აცხადებს, საქართველოს მმართველის უმრავლესობის გადაწყვეტილებას, „უცხოური გავლენის გამჭვრივალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, შედეგი ექნება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე.

მისი თქმით, კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება.

"საქართველოში მმართველმა უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა და უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღმა გადაწყვიტა დიდი პროტესტების, საერთაშორისო საზოგადოების ერთმნიშვნელოვანი მოწოდებებისა და ვენეციის კომისიის მისი გაწვევის შესახებ რეკომენდაციის მიუხედავად.

ვინაიდან კანონი ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს არ შეესაბამება, გადაწყვეტილებას შედეგი ექნება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე", - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტობიას ბილსტრიომი.