თავდაცვის ძალებმა 2023 წელს 3.326 მილიონზე მეტი მიზნობრივი დაფინანსება/გრანტი მიიღო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველომ 2023 წელს 3.326 მილიონ ლარზე მეტი მიზნობრივი დაფინანსება/გრანტი მიიღო.

ცნობისთვის, 2022 წელს მიღებული გრანტების წილმა გაცილებით ნაკლები(თითქმის ნახევარი), 1.679 მილიონი ლარი შეადგინა. მიღებული დაფინანსება განსაკუთრებით მაღალი იყო 2021 წელს. ამ პერიოდში, საქართველოს თავდაცვის ძალებმა 4.594 მილიონი ლარის გრანტი მიიღო, რაც წლევანდელ მაჩვენებელს 38,1 პროცენტით აჭარბებს.

2023 წელს, დაფინანსების გამცემთა შვიდეული ასე გამოიყურება:

  • ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმია - 2.545 მლნ. ლარი;
  • ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული არმია - 354 612 ლარი;
  • ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო - 2 242 ლარი;
  • აშშ-ს ევროპაში და აფრიკაში საზღვაო ქვეითი ძალები - 201 777 ლარი;
  • პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო - 16 072 ლარი;
  • დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო - 194 314 ლარი;
  • NATO-ს მოკავშირეთა ძალების უმაღლეს შტაბი და ტრანსფორმაციის გაერთიანებულ სარდლობა - 11 610 ლარი;

მიღებული გრანტები ძირითადად სხვადასხვა სწავლებასა( "Combined Resolve-18", "Combined Resolve-19", ,,Saber Junction 22'') და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას მოხმარდა. 1,013 მლნ ლარზე მეტი კი გადმოცემული იქნა ქ. ფოთში, თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ტერიტორიაზე, რკინიგზის ბაქნის მშენებლობის პროექტის განხორციელებისთვის.

თორნიკე მაისაშვილი