საქართველოს მთავრობა შეერთებული შტატების მხარდაჭერით აღარ უნდა სარგებლობდეს - სენატორი ჯიმ რიში

საქართველოს მთავრობა ამ ნაბიჯით დაშორდა თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს.

„მიუხედავად იმისა, რომ აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას, მათი მთავრობა აღარ უნდა სარგებლობდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერით“, - აცხადებს სენატორი.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.