ვის საკუთრებაშია კომპანია, რომელიც  ეროვნულმა ბანკმა დააჯარიმა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების პროვაიდერი შპს "რიკო ფეი" დააჯარიმა. როგორც სებ-ის განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიას ფულადი სანქცია 4000 ლარის ოდენობით დაეკისრა.

ეროვნული ბანკის განმარტებით, საგადახდო მომსახურების პროვაიდერის მიერ 4 შემთხვევაში „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის“ შესაბამისად წარმოდგენილი 2023 წლის I და 2023 წლის II ნახევრის ანგარიშგებები შეიცავდა არაზუსტ ინფორმაციას, რაც ექვემდებარება დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე სულ 4 000 ლარი.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს"რიკო ფეი" 2020 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის ერთპიროვნული მესაკუთრეა ლაშა ნიკოლაიშვილი, ხოლო დირექტორი - მარიამ დვალი.

ნინი ქეთელაური