ხვალიდან ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელ ხიდზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება

ხვალიდან ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელ ხიდზე მოძრაობა უკვე შესაძლებელი იქნება, ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის პროექტი დამთავრებულია. მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები. ხვალიდან, 12:00 სთ-დან შესაძლებელი იქნება ამ ხიდის გამოყენება ავტომობილებისთვის.

ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, მსგავსი მასშტაბური პროექტი ბოლო ათწლეულებია თბილისში არ განხორციელებულა, - განაცხადა კალაძემ.

თაია არდოტელი