საქართველოში ფორთოხლის იმპორტი შემცირდა - სად ვყიდულობთ და ვყიდით

საქართველოში ფორთოხლის იმპორტი 3.8%-ით შემცირდა. გასული წლის იანვარ-აპრილში საქართველოში იმპორტირებულია 3.812 მლნ დოლარის ახალი ფორთოხალი, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 3.667 მლნ დოლარის.

საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, რომ ფორთოხლის საიმპორტო ფასი 1.7%-ით არის შემცირებული. კერძოდ, შარშან 1 კგ-ის იმპორტი 0.58 დოლარი გვიჯდებოდა, წელს კი 0.57 დოლარი.

2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველო ფორთოხალს შემდეგი ქვეყნებიდან ყიდულობდა:

  • თურქეთი - 1.868 მლნ დოლარი
  • ირანი - 1.542 მლნ დოლარი
  • ეგვიპტე - 254 ათასი დოლარი
  • ნიდერლანდები 2 500 დოლარი

რაც შეეხება ქართული წარმოების ფორთოხლის ექსპორტს, საანგარიშო პერიოდში შემცირებულია 89.7%-ით. კერძოდ, შარშან ფორთოხლის ადგილობრივმა ექსპორტმა 90 450 დოლარი შეადგინა, წელს კი 9 280 დოლარი.

ამასთანავე, შემცირებულია საექსპორტო ფასიც. გასულ წელს 1 კგ ქართული წარმოების ფორთოხლის ფასი 0.5 დოლარი იყო, წელს კი 0.38 დოლარია. ეს ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი ექსპორტი 24%-ით არის შემცირებული.

საანგარიშო პერიოდში საექსპორტო ბაზრები ასე გამოიყურება:

  • სომხეთი - 8 370 აშშ დოლარი
  • რუსეთი - 910 აშშ დოლარი

მერი ტაბატაძე