მინდია ჯანელიძე არ გამორიცხავს, რომ სტიქიით მიყენებულმა ზარალმა 40 მილიონ ლარს გადააჭარბოს

კრიზისებისა და უსაფრთხოების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე არ გამორიცხავს, რომ სტიქიით მიყენებულმა ზარალმა 40 მილიონ ლარს გადააჭარბოს.

როგორც მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვერეს ხეობაში მდებარე ყველა კომუნიკაცია ექპერტიზას ექვემდებარება. ჯანელიძე ეჭვობს, რომ მათი გარკვეული ნაწილი სრულად სარეაბილიტაციო იქნება, რაც დამატებით თანხებს მოითხოვს.  ჯანელიძის თქმით, ზოოპარკის ტერიტორია გაყოფილია ორ ზოლად. პირველ ნაწილში მიმდინარეობს აქტიური აღდგენითი და გაწმენდითი სამუშაოები, მეორე ნაწილს კი მაშველები და სპეციალისტები გასაწმენდად ამზადებენ. ჯანელიძის ინფორმაციით, ოფიციალურად დადასტურებულია ცნობა 12 გარდაცვლილის შესახებ, 23 ადამიანი კი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.