ყაზახეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დღევანდელ შეხვედრაზე, სახელწოდებით Mazhilis, ჩინეთთან ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის(TMTM) ორი შეთანხმება დაამტკიცა - ამის შესახებ Azernews-ის განცხადებაშია საუბარი.
"ყაზახეთსა და ჩინეთს შორის პირველი შეთანხმება მიზნად ისახავს საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის ეფექტურად გამოყენებას. ის ასევე მიზნად ისახავს კარგი პირობების შექმნას საქონლის ტრანსპორტირებისთვის და ლოგისტიკური ცენტრების განვითარებას ორივე ქვეყანაში, რათა მეტი სატრანზიტო საქონელი მოიზიდოს TMTM-ზე", - თქვა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრმა, მარატ კარაბაევმა დეპუტატებისთვის დოკუმენტის წარდგენისას.
მან აღნიშნა, რომ შეთანხმება გააუმჯობესებს სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას ყაზახეთსა და ჩინეთს შორის და გაზრდის ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტირებული საქონლის მოცულობას.
გარდა ამისა, Mazhilis-მა შეთანხმება ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელ საკონტეინერო მატრებლებზეც დაამტკიცა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს საკონტეინერო მატარებლების საშუალებით ექსპორტ-იმპორტისა და სატრანზიტო მიმოსვლის გაფართოებას კასპიის გავლით.
სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის პირველ ოთხ თვეში TMTM-ით ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 1,4 მლნ ტონა შეადგინა, რაც 14%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (1,2 მლნ ტონა 2023 წლის პირველ ოთხ თვეში). ძირითადი ტრანსპორტირებადი საქონელია აღჭურვილობა, სამომხმარებლო საქონელი, მცენარეული პროდუქტები, ქსოვილები, შავი და ფერადი ლითონები და ა.შ.
2023 წელს TMTM-ით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა 2022 წელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა და 2,7 მლნ ტონას მიაღწია (1,7 მლნ ტონა 2022 წელს).