ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები კლებას განაგრძობს

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების, „თიბისი ბანკის“, „საქართველოს ბანკისა“ და „საქართველოს კაპიტალის“ აქციების ფასი დაეცა.

თბილისის დროით 21:30 საათისთვის:

„საქართველოს ბანკის“ (BGEO) აქციების ღირებულება 2.17 %-ით შემცირდა. ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 38.40 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.773 მილიარდი სტერლინგია.

TBC PLC-ის აქციების ღირებულების კლება 1.16%-ია. ბანკის ერთი აქცია 25.55 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.43 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

„საქართველოს კაპიტალის“ (CGEO) აქციების ღირებულება 3.46%-ით შემცირდა, შედეგად, ერთი აქციის ფასი 9.90 გირვანქა სტერლინგი გახდა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 417.17 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

ცნობისთვის, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების მკვეთრი ვარდნა 15 მაისის ვაჭრობის შემდეგ დაიწყო, მოგვიანებით კი მცირედით დასტაბილურდა, თუმცა 29 მაისის ვაჭრობის შემდეგ, სამივე კომპანიის აქციების ფასი კვლავ შემცირდა.

თორნიკე მაისაშვილი