ჩინეთის საფონდო ბირჟა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზადია

Bloomberg-ის ცნობით, ჩინეთის საფონდო ბირჟის ღირებულებამ 10 ტრილიონ დოლარს მიაღწია. გავრცელებული ცნობით, მისი ღირებულება ბოლო 12 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, გამოცემის ცნობით, კომპანიების აქციების ღირებულებით მსოფლიოში ლიდერი კვლავ აშშ-ია, სადაც საფონდო ბირჟის ღირებულება 25 ტრილიონ დოლარს აღწევს.

თუმცა, Goldman Sachs-ის პროგნოზით, უცხოელი ინვესტორები აქტიურად შეეცდებიან ჩინეთში ინვესტიციების ჩადებას, რაც წლის განმავლობაში დაახლოებით 17-მილიარდ დოლარიან ზრდას გამოიწვევს. ოფიციალური პეკინი გაჩერებას არ აპირებს, მალე გაიხსნება ჩინეთის სახელმწიფო ობლიგაციების ბირჟაც. აღნიშნული ბირჟა 2015 წლის განმავლობაში 250 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალის აღიარების ხელწერილს მოიტანს, რამაც დროთა განმავლობაში შესაძლოა, მილიარდ-ნახევარ დოლარსაც მიაღწიოს.