2023 წელს სამუშაოს შესრულებისას 34 ადამიანი დაიღუპა, 347 კი დაშავდა - რომელ სექტორში მოხდა ყველაზე მეტი შემთხვევა

2023 წელს სამუშაოს შესრულების დროს 34 ადამიანი დაიღუპა, 347 კი დაშავდა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი - 21 ადამიანი დაიღუპა მშენებლობისას, 8 ადამიანი დაიღუპა დამამუშავებელ მრეწველობის სექტორში დასაქმებული, 2 - მრეწველობაში, ერთი ადამიანი - საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ობიექტში, ერთი - განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობით დაკავებულ ობიექტში, ერთი კი ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში დასაქმებული.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, შარშან სამუშაოს დროს გარდაცვლილებიდან 34-ივე იყო მამაკაცი.

რაც შეეხება დაზარალებულებს, საქსტატის ცნობით, შარშან სამუშაოს შესრულებისას 347 ადამიანი დაშავდა, აქედან ყველაზე მეტი - 74 ადამიანი საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ობიექტში, 73 ადამიანი დაშავდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში დასაქმებული, 57 ადამიანი - სტუმარმასპინძლობის სექტორში დასაქმებული, 47 - მშენებლობაზე და ა.შ.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, დაშავებულებიდან 247 იყო მამაკაცი, 100 კი ქალი.