ევროკავშირის საბჭო რუსეთის რუსულ და ბელარუსულ მარცვლოვან პროდუქტებზე დამატებით გადასახადებს აწესებს

ევროკავშირის საბჭომ დღეს ბრიუსელში საბოლოოდ დაამტკიცა ევროკავშირში რუსული და ბელარუსული სოფლის მეურნეობის პროდუქტების გარკვეული სახის იმპორტზე დამატებითი გადასახადების შემოღება.

ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საუბარია მარცვლეულზე, ზეთოვან კულტურებზე და მათი გადამუშავების შედეგად მიღებულ პროდუქტებზე, ასევე ჭარხლის რბილობის გრანულებსა და ხმელ ბარდაზე.

აღნიშნული ზომები გავლენას არ მოახდენს ამ პროდუქტების ევროკავშირის გავლით მესამე ქვეყნებში ტრანზიტზე. რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და ზომები 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.