რა ღირს იმპორტირებული ლობიო საქართველოში

საქართველოში ლობიოს იმპორტი გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 4 თვეში 353.6 ტონა (199.2 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 226.9 ტონა (47.7 ათასი აშშ დოლარი).

რაც შეეხება ღირებულებას, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 1 კგ იმპორტირებული ლობიოს საშუალო ფასი 56 ცენტს (დაახლოებით, 1,60 ლარს) შეადგენს. კონკრეტულად აპრილშიც იგივე ფასი იყო. საქართველოში კი, ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში, ახალი ლობიოს ფასი 7 ლარამდეა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ წელს ლობიოს მთავარი იმპორტიორი თურქეთია, საიდანაც 353.4 ტონა (196.9 ათასი აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა. დანარჩენი მცირე რაოდენობა შემდეგ ქვეყნებზე ნაწილდება : ტაილანდი, საფრანგეთი, ნიდერლანდები და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია გადასახადების გარეშე.

ნინი ქეთელაური