ვინ არის ქართველი ფეხბურთელი, რომლის ფასი 2 მლნ ევროთი გაიზარდა

სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების რეიტინგი შეიცვალა. ახლანდელი მონაცემების მიხედვით, 2 მლნ ევროთი გაიზარდა ოთარ კიტეიშვილის ფასი და 5 მლნ ევრო გახდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები უცხოურ მედიასა და სრულიად საფეხბურთო სამყაროში სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევენ. შესაბამისად, მზარდია მათი თვითღირებულებაც. Transfermarkt-ის მიხედვით, ქართველებს შორის, ხვიჩა კვარაცხელია 80 მლნ ევროთი ლიდერია, მას მოსდევს გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე.

გთავაზობთ, ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელების განახლებულ ათეულს:

  • ხვიჩა კვარაცხელია - 80 მლნ ევრო
  • გიორგი მამარდაშვილი - 35 მლნ ევრო
  • გიორგი მიქაუტაძე - 9 მლნ ევრო
  • ოთარ კიტეიშვილი - 5 მლნ ევრო
  • გიორგი ჩაკვეტაძე - 2,5 მლნ ევრო
  • ზურიკო დავითაშვილი -2,5 მლნ ევრო
  • გიორგი გოჩოლეიშვილი - 2,5 მლნ ევრო
  • გაბრიელ სიგუა -2,5 მლნ ევრო
  • საბა ლობჟანიძე - 2 მლნ ევრო
  • გიორგი ქვილითაია - 1,6 მლნ ევრო

ცნობისთვის, ისტორიაში პირველად, საქართველო ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. „ევრო 2024“ გერმანიაში, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება.

ნინი ქეთელაური