რომელია ყველაზე მოთხოვნადი პროფესიული განვითარების სასწავლო პროგრამა საჯარო დაწესებულებებში

საჯარო სამსახურის ბიუროსთვის წარდგენილი მონაცემების მიხედვით, 2023 წლისათვის 14 418 შემთხვევაში 251 დასახელების პროფესიული განვითარების, როგორც საბაზისო, ასევე დამატებითი პროგრამა იქნა განსაზღვრული.

კურსების რაოდენობის 19,7% საბაზისო პროგრამები იყო. ამათგან პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსი - 15,58%, მოხელის მენეჯერული უნარების პროგრამა - 4,12%, ხოლო 80,3% დამატებითი პროგრამებია. აღსანიშნავია, ისიც რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე განსაზღვრული საბაზისო პროგრამების მხოლოდ 5,6% განხორციელდა.

საჯარო სამსახურის ბიუროს 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო თემატიკების ათეული ასე გამოიყურება:

  1. რისკის განსაზღვრა და შეფასება;
  2. სტრატეგიული მართვა-დაგეგმვა (სტრატეგიული მენეჯმენტი, გრძელვადიანი და საშუალოვადიანი მიზნებისა და ამოცანების დაგეგმვა);
  3. მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის მეთოდები;
  4. ეფექტური კომუნიკაცია;
  5. მუნიციპალური ქონების ფორმირება და განკარგვა;
  6. ცოდნის მართვა;
  7. პროფესიული კომუნიკაცია;
  8. Microsoft Excel;
  9. დროის მართვა;
  10. ინფორმაციული ტექნოლოგიები;

ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული თემატიკის სასწავლო კურსებზე განაწილებულია საერთო ჯამში პროფესიული განვითარების 2023 წლის დამატებით პროგრამებში ჩართულ მოხელეთა 42%.

თორნიკე მაისაშვილი