განვითარებადი ეკონომიკები კაპიტალის შემოდინების დიდ ზრდას ელიან - Reuters

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის(IIF) მოხსენების თანახმად, წელს, რიგი განვითარებადი ქვეყნები, დიდი ალბათობით, მესამედზე მეტ კაპიტალის შემოდინებას შეძლებენ. საერთო ჯამში საუბარია 903 მილიარდ დოლარზე. აღნიშნული ვარაუდის თანახმად, ეს გლობალური ზრდით იქნება განპირობებული.

კაპიტალის შემოდინების 32 პროცენტიანი ზრდა ძირითადად განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების(FDI) სწრაფად აღდგენით და პორტფელებში შემოსული ფულით. IIF- ის მიერ შემოთავაზებული ანგარიში მოიცავს 25 ქვეყანას, მათ შორის ჩინეთს, ინდოეთს, რუსეთს და მექსიკას.

მიუხედავად იმისა, რომ წელს 3.1 პროცენტიანი გლობალური ზრდაა მოსალოდნელი და 2000-2019 წლების საშუალო მაჩვენებელზე 3.8 პროცენტით დაბალია, ანგარიში დადებით სურათს გვთავაზობს განვითარებადი ბაზრების(EMs) კაპიტალის ნაკადებზე.

პროგნოზირებულია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა შემოდინება 2024 წელს 426 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. წმინდა ნაკადებმა უცხოურ პორტფელებში შეიძლება 259 მილიარდ დოლარს მიაღწიოს.

მოხსენება მოიცავს ექვს ეკონომიკას განვითარებადი ევროპის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის/შუა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, აქვე ვხვდებით შვიდ ეკონომიკას აზიიდან. მოსალოდნელია, რომ ჩინეთის ფარგლებს გარეთ რეგიონების, ძლიერი ზრდა და მყარი მაკრო ფუნდამენტები გაზრდის უცხოური კაპიტალის ნაკადებს აზიაში.

„JPMorgan-ის მიერ ინდოეთის დამატებამ ადგილობრივ ვალუტის ობლიგაციების ინდექსში მომავალ თვეში შეიძლება მხარი დაუჭიროს რუპიას და მისი მდგომარეობა გააუმჯობესოს“ - ნათქვამია IIF-ის მოხსენებაში.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გადინება სავარაუდოდ გაგრძელდება, განვითარებადი ევროპას მაინც ექნება პოზიტიური წმინდა ნაკადები, ნაწილობრივ უნგრეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გაზრდის გამო.

ამასთან ერთად, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში IIF ელოდება 149 მილიარდ აშშ დოლარის წმინდა არარეზიდენტი კაპიტალის ნაკადს, რაც შარშანდელ 115 მილიარდ დოლარს საკმაოდ აღემატება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ შემოდინების 80%-ს ეგვიპტე, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები შეადგენენ.

თორნიკე მაისაშვილი