ფასი 980-დან 2 400 დოლარამდე მერყეობს - სად რა ღირს თეთრი კარკასი?

2024 წლის აპრილში თბილისში 3 220 ბინა გაიყიდა, საშუალო გასაყიდმა ფასმა კი 1 კვადრატულ მეტრზე 1 269 აშშ დოლარი შეადგინა, ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.

„2024 წლის აპრილში თბილისში 3 220 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 24.7%-იანი და თვიურად 7.7%-იანი ზრდაა. მკვეთრი წლიური ზრდა წინა წლის დაბალი ბაზითაა გამოწვეული.

რაც შეეხება ბაზრის ზომას, 2024 წლის აპრილში თბილისში 247.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 33.2%-იანი ზრდაა და ეს მკვეთრი ზრდა წინა წლის დაბალი ბაზით აიხსნება.

2024 წლის აპრილში ფასები თვიურად გაიზარდა ახალ პროექტებზე (როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე). აღსანიშნავია, რომ თვიურად 2.6%-იანი კლება დაფიქსირდა მეორადი ბაზრის ძველ ბინებზე,“- ვკითხულობთ კვლევაში.

კვლევაში ასევე მოცემულია, თუ როგორი იყო ფასები პირველადი ბაზრის თეთრი კარკასის ბინებზე (კვადრატული მეტრზე) უბნების მიხედვით 2024 წლის აპრილში:

  • ვაკე - 2 350 აშშ დოლარი;
  • კრწანისი - 1 488 აშშ დოლარი;
  • საბურთალო - 1 481 აშშ დოლარი;
  • ისანი - 1 260 აშშ დოლარი;
  • დიდუბე - 1 218 აშშ დოლარი;
  • ნაძალადევი - 1 116 აშშ დოლარი;
  • გლდანი - 1 039 აშშ დოლარი;
  • სამგორი - 1 021 აშშ დოლარი;
  • დიდი დიღომი - 981 აშშ დოლარი;
  • ვაშლიჯვარი - 980 აშშ დოლარი.

ცნობისთვის, როგორც კვლევაშია აღნიშნული, პროექტების მცირე რაოდენობის გამო, უბნების ჩამონათვალში მთაწმინდა და ჩუღურეთი არ არის გათვალისწინებული.

tetri-karkasi-chasma-1717138814.jpg

თაია არდოტელი