საქართველოში სატვირთო მანქანების იმპორტი და ექსპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა - სად ვყიდულობთ და ვყიდით

მსუბუქი ავტომობილების შემდეგ, საქართველოში 2025 წლის იანვრიდან 2014 წლამდე გამოშვებული ავტობუსები და სატვირთო მანქანებიც ვეღარ დარეგისტრირდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ როგორია სატვირთო ავტომობილების ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი.

საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე განთავსებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სატვირთო ავტომობილების იმპორტი ბოლო 15-წლიან რეკორდულ მაჩვენებელზეა. კერძოდ, 2009 წლის იანვარ-აპრილში (მონაცემები ხელმისაწვდომი პორტალზე სწორედ ამ დროიდანაა) ქვეყანაში შემოვიდა 12.621 მლნ დოლარის ღირებულების 1 983 ერთეული სატვირთო ავტომობილი, 2024 წლის ოთხ თვეში კი იმპორტის მოცულობამ 65.909 მლნ დოლარი შეადგინა, 5 413 ერთეული.

რეკორდულია ექსპორტის (რეექსპორტის) მაჩვენებელიც. კერძოდ, 2009 წელს ქვეყნიდან გავიდა 1.008 მლნ დოლარის ღირებულების 44 სატვირთო ავტომობილი, წელს ოთხ თვეში კი 18.878 მლნ დოლარის 1 608 ერთეული.

ტოპ-5 ქვეყანა, სადაც სატვირთო ავტომობილებს ვყიდულობთ: (2024 წლის იანვარ-აპრილი)

  • გერმანია - 12.388 მლნ დოლარის 1 568 ერთეული
  • ჩინეთი - 13.289 მლნ დოლარის 334 ერთეული
  • თურქეთი - 11.326 მლნ დოლარის 251 ერთეული
  • ნიდერლანდები - 4.862 მლნ დოლარის 793 ერთეული
  • საფრანგეთი - 3.745 მლნ დოლარის 284 ერთეული

ტოპ-5 ქვეყანა, სადაც სატვირთო ავტომობილებს ვყიდით: (2024 წლის იანვარ-აპრილი)

  • აზერბაიჯანი - 12.020 მლნ დოლარის 1 166 ერთეული
  • სომხეთი - 3.900 მლნ დოლარის 340 ერთეული
  • თურქეთი - 1.074 მლნ დოლარის 28 ერთეული
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1.010 მლნ დოლარის 12 ერთეული
  • ყირგიზეთი - 511.7 ათასი დოლარის 32 ერთეული

იხილეთ ასევე: 2014 წლამდე გამოშვებული ავტობუსები და სატვირთო მანქანები საქართველოში იანვრიდან ვეღარ დარეგისტრირდება