თბილისში ბინების გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 1 202 დოლარია - TBC Capital

2024 წლის აპრილში თბილისში 3 193 ტრანზაქცია განხორციელდა და 27%-ით გადააჭარბა 2023 წლის აპრილის მაჩვენებელს, რაც ძირითადად დაბალი საბაზისო ეფექტითაა გამოწვეული. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, 1 კვადრატული მეტრის საშუალო გასაყიდი ფასი 1 202 აშშ დოლარს გაუტოლდა და წლიურად 3%-ით გაიზარდა.

„გასაქირავებელმა ფასმა კვადრატულ მეტრზე 12.1 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 7%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება ბაზრის ზომას, მოცულობამ 254 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და წლიურად 28%-ით გაიზარდა,“- ნათქვამია კვლევაში.

თაია არდოტელი