რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა ზაფხულის სამუშაო განრიგზე გადადის

იცვლება რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამუშაო საათები და ზაფხულის სამუშაო განრიგზე გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, 1-ელი ივნისიდან, საბაგირო გზა მგზავრებს 10:00-დან 24:00 საათამდე მოემსახურება, ნაცვლად 22:00 საათისა.