შემოსავლების სამსახური სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად 100 ათას ლარს გადარიცხავს

შემოსავლების სამსახური სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ და დაზარალებულთა დასახმარებლად 100 ათას ლარს გადარიცხავს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები 13 ივნისის ღამეს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ხარჯების დასაფინანსებლად და დაზარალებულთა დასახმარებლად სახელმწიფო ხაზინის სპეციალურ ანგარიშზე 100 ათას ლარს გადარიცხავენ", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.