რა ქონებას ფლობს დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 25 აპრილს შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, დეპუტატის სახელზეა 2 ბინა და საცხოვრებელი სახლი. ასევე, 4 მიწის ნაკვეთი, რომელთაგან 2 სრულად მის საკუთრებაშია, ხოლო 2 მიწის ნაკვეთზე მითითებული აქვს, რომ 17- 20%-იან წილებს ფლობს.

დეკლარაციის შევსების მომენტში დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს „ქართუ ბანკის“ ანგარიშზე ჰქონდა 5167,58 ლარი.

ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს, პარლამენტის წევრობისთვის, ხელფასის სახით, 49 590,72 ლარი მიიღო.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გურამ მაჭარაშვილს სესხის სახით აღებული აქვს 43 000 აშშ დოლარი, გასულ წელს კი 6 880 აშშ დოლარი გადაიხადა.

ნინი ქეთელაური