2022 წელს აფრიკიდან კონტრაბანდულად 30 მილიარდ დოლარზე მეტი ოქრო გაიტანეს - Swissaid

ყოველწლიურად აფრიკიდან მილიარდობით დოლარის ღირებულების ოქრო ფარულად გააქვთ. მისი დიდი ნაწილი ბოლოს არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ხვდება, სადაც იხვეწება და იყიდება მთელ მსოფლიოში - ამის შესახებ Swissaid-ის ბოლო მოხსენებაშია საუბარი.

მხოლოდ 2022 წელს აფრიკიდან კონტრაბანდულად 30 მილიარდ დოლარზე მეტი ოქრო გაიტანეს, რაც 435 ტონაზე მეტს შეადგენს. ამ ოქროს ძირითადი მიმართულებები არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი და შვეიცარია იყო.

მოხსენების მიზანია ნათელი მოჰფინოს ამ ჩრდილოვან ვაჭრობას და მოუწოდოს ინდუსტრიის მოთამაშეებს ოქროს მარაგი უფრო თვალსაჩინო გახადონ და მიწოდების ჯაჭვებსაც უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდონ. ივან შულცი, მოხსენების ერთ-ერთი ავტორი, იმედოვნებს, რომ ეს აფრიკის თემებისა და მაღაროელებისთვის შრომის უკეთეს პირობებსაც შექმნის.

მოხსენებამ ასევე აჩვენა ისიც, რომ აფრიკის ოქროს წარმოების 32%-დან 41%-მდე დაუდეკლარირებელი რჩება. განა, მალი და სამხრეთ აფრიკა 2022 წელს აფრიკაში ოქროს მთავარი მწარმოებლები იყვნენ.

არაბთა გაერთიანებული საამიროები კონტრაბანდული ოქროს მოწინავე მიმართულებად იქცა, რომელმაც მხოლოდ 2022 წელს დაახლოებით 405 ტონა არადეკლარირებული ოქრო მიიღო აფრიკიდან. ათწლეულის განმავლობაში, 2012 წლიდან 2022 წლამდე, ამან განსაცვიფრებელი ოდენობის 2,569 ტონა ოქრო შეადგინა, რომელიც დაახლოებით 115 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. უფსკრული არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და აფრიკის ქვეყნებიდან ექსპორტს შორის წლების განმავლობაში ფართოვდებოდა, რაც ოქროს კონტრაბანდის ზრდაზე აშკარად მიუთითებს.

შვეიცარიამ(აფრიკული ოქროს კიდევ ერთი მთავარი მყიდველი) დაახლოებით 21 ტონა არადეკლარირებული ოქრო 2022 წელს აფრიკიდან შემოიტანა. რეალური მაჩვენებელი შეიძლება ბევრად უფრო მაღალი იყოს, თუ მესამე ქვეყნებიდან შემოტანილ ოქროსაც განვიხილავთ. სამწუხაროდ, ოქროს დახვეწის შემდეგ, მისი საბოლოო დანიშნულების თვალყურის დევნება თითქმის შეუძლებელია.

მოხსენებაში ასევე ხაზგასმულია არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან ოქროს მოპოვების გამოწვევები და აღწერს მას, როგორც "ცნობადად სარისკო" მისი წარმოშობის გადამოწმების სირთულეების გამო.

საპასუხოდ, არაბეთის გაერთიანებული საემიროების მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ოქროს კონტრაბანდის შესახებ შეშფოთების მოსაგვარებლად თუმცა, მათ დამატებითი დეტალები არ მოუწოდებიათ.

თორნიკე მაისაშვილი