როგორ ნაწილდება მოსახლეობის შემოსავლები რეგიონის ქვეყნებში

„2023 წელს, წინა წელთან შედარებით, არ შეცვლილა ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების და მთლიანი სახსრების მიხედვით და შესაბამისად 0.36 და 0.37 შეადგინა“ - ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოქვეყნებულ კვლევაშია საუბარი.

როგორც მონაცემებიდან ირკვევა, მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით ზრდა მხოლოდ 0.02 იყო და 0.36 შეადგინა, ხოლო მთლიანი ხარჯების მიხედვით 0.01 და 0.40 შეადგინა. ჯინის კოეფიციენტის მიხედვით რეგიონში ლიდერი აზერბაიჯანია, ბოლო ხელმისაწვდომი ინფორმაციით აღნიშნული მაჩვენებელი აზერბაიჯანში 0.28-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ სომხეთში ჯინის კოეფიციენტი 2023 წელს 0.32 იყო, რაც რეგიონში მეორე საუკეთესო შედეგია.

თურქეთის შემთხვევაში ჯინის კოეფიციენტმა 2023 წელს 0.41 შეადგინა, ხოლო რუსეთში აღნიშნული კოეფიციენტი 0.37-ს უტოლდება.