2023 წლის 6 თვეში საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 184 სამართალდარღვევა დაფიქსირდა

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 187 სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირდა. მათ შორის, ყველაზე მეტი(83) უკანონო მოძოვების შემთხვევა იყო. დაახლოებით თანაბარი რაოდენობით აღირიცხა რეჟიმის დარღვევისა და იარაღით უკანონო გადაადგილების შემთხვევები. მსგავსი სამართალდარღვევათა რაოდენობა შესაბამისად 32-სა და 33-ს შეადგენდა.

სამართალდარღვევათა სტატისტიკაში ნათქვამია ისიც, რომ დაცულ ტერიტორიებზე 2023 წლის პირველ ნახევარში, ხის უკანონო ჭრის 12 შემთხვევა დაფიქსირდა. ამდენივე შემთხვევა იქნა იდენტიფიცირებული თევზსაჭერი საშუალებებით უკანონო გადაადგილების შემთხვევაშიც. გარდა ამისა, დაფიქსირდა უკანონო თევზაობის 4 და უკანონო ნადირობის 1 შემთხვევა.

დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების მიხედვით ყველაზე მეტი, 38 შემთხვევა „ჭაჭუნის“, 26 ვაშლოვანისა და მარიამჯვარის, 24 კი კოლხეთისა და მტირალას დაცულ ტერიტორიებზე გამოვლინდა.

თორნიკე მაისაშვილი