თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა კიდევ უფრო გართულდა

თბილისის ქუჩებში საავტომობილო მიმოსვლა კიდევ უფრო გართულებულია. საცობებია არა მარტო სტიქიის ზონის ახლო პერიმეტრზე, არამედ დედაქალაქის სხვა ცენტრალურ, თუ გარე უბნებში, მათ შორის რთული ვითარებაა ისნის გვირაბთან. აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილების მსურველი მოქალაქეების ინფორმაციით, ავტომანქანით ისნის გვირაბში შექმნილ საცობებში ხანგრძლივი დროით უწევთ ყოფნა.

აღნიშნულის პარალელურად, ადგილობრივი მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტის – კერძოდ, ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების დეფიციტის გამო წუხს. მათი მტკიცებით, დილიდან ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაკლებობაა.