10 ვარსკვლავი, რომელთა შვილებსაც “ჩვეულებრივი“ სამუშაო აქვთ

მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ყოფნაზე და ვარსკვლავურ ცხოვრებაზე ყველა არ ოცნებობს. არიან ადამიანები, ვისაც შეუძლია დატკბეს მათი მშობლების მიერ გამომუშავებული მილიონებით ან მილიარდებით, მოაწყოს გრანდიოზული წვეულებები და ყვითელი პრესის წამყვანი სახე იყოს, თუმცა ვარსკვლავების შვილების ნაწილმა ჩრდილში ცხოვრება ამჯობინეს.

წარმოგიდგენთ 10 ვარსკვლავს, რომელთა შვილებსაც “ჩვეულებრივი“ სამსახური და ცხოვრების ისეთივე სტილი აქვთ, როგორც ბევრ ადამიანს.

ბრიუს სპრინგსტინი

ბრიუს სპრინგსტინის ვაჟი, სემი, ლეგენდარული როკერი მამისგან განსხვავებულ რიტმს მიჰყვება და მან კარიერა საჯარო სამსახურში აიწყო.

2020 წელს სემი ჯერსი სიტის მეხანძრე გახდა, რითაც ბრიუსი და მისი მეუღლე ძალიან ამაყობენ.

ჰარისონ ფორდი

ჰარისონ ფორდის ვაჟმა - ბენმა, საკუთარი კულინარიული გზა თავად შექმნა. ის დღეს შეფ-მზარეული და რესტორნის მფლობელია. ბენმა დიდი ხნის წინ თქვა ჰოლივუდზე უარი და დააარსა Ford's Filling Station ქსელი.

პოლ მაკარტნი

პოლ მაკარტნის ქალიშვილმა - ჰეზერმა მხატვრობის შესწავლა პატარა ასაკიდან დაიწყო. დღეს მისი დიზაინით დამზარებული და მოხატული ჭურჭელი იწარმოება. ჰეზერს შეეძლო წარმატებული მუსიკოსი გამხდარიყო, თუმცა მან გაიარა კერამიკის შემსწავლელი კურსი.

უილემ დეფო

უილემ დეფოს ვაჟი ჯეკი, პოლიტიკის მკვლევარია. ჯეკს ჰქონდა საშუალება წარმატებული სამსახიობო კარიერა ჰქონოდა, მაგრამ მისი ინტერესის სფერო საჯარო სამსახური აღმოჩნდა. მან უარი თქვა ხმაურიან კარიერაზე და დღეს საჯარო სამსახურში, სხვადასხვა სექტორებს იკვლევს.

ტომ სელეკი

ტომ სელეკის ქალიშვილმა - ჰანამ თავისი ინტერესი ცხენოსნობაში გამოხატა და დღეს ცხენოსნობის კონკურენტულ წრეში გამოჩენილი ფიგურაცაა. ჰანა ბავშვობიდან დამოუკიდებლად დადიოდა თავლაში და ავარჯიშებდა ელიტარულ მონადირე/სპორტული ცხენებს.

ნიკოლ კიდმანი და ტომ კრუზი

ნიკოლ კიდმანისა და ტომ კრუზის ვაჟმა, კონორმა, თავისი მოწოდება კულინარიაში დაინახა. დღეს ის კვების ტექნოლოგია და დააფუძნა ფირმა Connor's Meat Shack.

ტომ ჰენკსი

ტომ ჰენქსის ქალიშვილი, ელიზაბეტ ენ ჰენკსი ცნობილი მწერალია. მას ეკუთვნის არაერთი ხმაურიანი პუბლიკაციები და სადებიუტო რომანი.

ანა ვინტური

მოდის საკულტო ფიგურის, ანა ვინტურის ვაჟი, ჩარლზ შაფერი, წარმატებული ფსიქიატრია. იგი სამედიცინო სფეროთი ბავშვობიდან დაინტერესდა.

ჰოვარდ სტერნი

ჰოვარდ სტერნის ქალიშვილი, ეშლი ჯეიდ სტერნი პრაქტიკოსი მედდაა. მას არასდროს მოსწონდა მამის ხმაურიანი ცხოვრება, ამიტომ გასართობ ინდუსტრიასთან ყველანაირი თანამშრომლობა აღკვეთა და დღეს ძალიან მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს.

ჯეფ ბრიჯსი

ჯეფ ბრიჯსის ქალიშვილები - იზაბელი და ჰეილი კარიერას ჰოლივუდის ბრწყინვალებისა და გლამურის მიღმა განაგრძობდნენ. იზაბელი ქოუჩია და მომავალ დედებს პიროვნული ზრდაში ეხმარება.

ჰეილი კი წარმატებული ინტერიერის დიზაინერია. მისი დაფუძნებული კომპანიის Hayley Bridges Design-ის მეშვეობით, არაერთი ლამაზი სივრცეები შეიქმნა.

წყარო: msn.com